შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ოკუჯავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ქ. კალიმაში, ოქროს საბადოებზე გამზომად, მარკშეიდერად; 1947 წელს მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში უფროს ინჟინრად; 1947-1949წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მთავარი ინჟინრის მოადგილედ უჯარმის ჰესის მშენებლობაზე; 1951-1954წწ. სიონის ჰესის მშენებლობაზე; 1957-1960წწ. მშენებლობის სამმართველოს საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1960-1961წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" მთავარი ინჟინერი; 1961-1965წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" სამრეწველო პროექტირების განყოფილების უფროსი, ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1966-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსად; 1968-1971წწ. ამავე სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1971-1977წწ. სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილედ; 1978-1983წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" პროექტის მთავარ ინჟინრად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.468 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |