Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ომიაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს. 1966 წლიდან მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საძიებო ექსპედიციის ხელმძღვანელად და პროექტის მთავარ ინჟინრად; იყო "სოჭი-სოხუმის" საავტომობილო გზის საძიებო და საპროექტო სამუშაოების ავტორი ("აგურა-ადლერი", "ხოსტა-კუდეპსტა-ადლერი", "ხოსტა-ადლერი-საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი"), "აგურა-ადლერის" საავტომობილო გზის ყველაზე რთული მონაკვეთების საპროექტო სამუშაოების ავტორი და ხელმძღვანელი; 1970-1971წწ. მივლინებული იყო ავღანეთში, საავტომობილო გზების მშენებლობის განხრით ტექნიკური დახმარების აღმოსაჩენად; 1978 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგაზის" საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტში", განყოფილების ხელმძღვანელად და 1979 წლიდან დირექტორის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.469 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |