The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ორაგველიძე

ზურაბ ორაგველიძე
Date of birth:1 July, 1949  (74 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შუხუთი, ლანჩხუთის რაიომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, ხიდების და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი მშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია 1981 წელს.

1972 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო-კვლევით კანტორაში ინჟინრად; 1973-1979წწ. მუშაობდა იმავე სამინისტროს გზების ინვენტარიზაციის სექტორის უფროს ინჟინრად; 1979 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ კომპლექსურ ინსტიტუტში, ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილების უფროს ინჟინრად; 1986 წლიდან არის გაერთიანება "საქგზამეცნიერების" ხელოვნური ნაგებობების განყოფილების ხიდსაცდელი ლაბორატორიის უფროსი; 1981 წელს; 1978 წლიდან მუშაობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე; 1986-2005წწ. იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების კათედრის დოცენტი; 1999 წელს არჩეულ იქნა საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტშისატრანსპორტო სპეციალობებში სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივნად; იყო "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 28-95 კმ-ის მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის საპროექტო სამუშაოების უფროსი ექსპერტი; გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; გამოცემული აქვს ორი სახელმძღვანელო ხიდების სპეციალობისათვის; მონაწილეობდა მრავალ კონკურსში. ამ მხრივ აღსანიშნავია 1990 წელს ჩატარებული კონკურსი, მდ. მტკვარზე ქ. თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სახიდე გადასასვლელის პროექტზე, რომელმაც დაიმსახურა პირველი პრემია; არის მრავალი გამოგონების და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; მის მიერ დამუშავებულია გასახსნელ-დასაკეცი, მოძრავშპრენგლიანი ხიდის ახალი სახეობა, რომელიც წარმატებითაა დანერგილი საავტომობილო გზების სისტემაში.

საკანდიდატო დისერტაციის თრმა -  "მეწყერების მექანიკური დამაგრება ნაბურღნატენი ხიმინჯების დახმარებით", დაიცვა 1984 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა -  "საქართველოს რეგიონებისათვის საავტომობილო საგზაო ნაგებობათა კონსტრუქციების ოპტიმიზირება რთული გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით", დაიცვა 2005 წელს. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.470

Bibliography


Share: