The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტისლავ ლაპინსკი

დაბადების თარიღი:4 მაისი, 1904  (120 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის მე-4 გიმნაზია 1921 წელს. 

1923 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვის"კინოლაბორატორიაში. 1928-1929წწ. იყო ოპერატორ სერგეი ზაბოზლაევის ასისტენტი კოტე მარჯანიშვილის ფილმებზე "ამოკი" და "კრაზანა"; 1929-1931წწ. - მეორე ოპერატორი ფილმებზე: "თეთრი მხედარი", "ჯიმ შვანთე!". დამოუკიდებლად გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური სიუჟეტი. კინოში ხმის მოსვლასთან ერთად დაეუფლა ხმის ოპერატორის პროფესიას (გაიარა ლენინგრადის კინოსარეჟისორო ინსტიტუტის ერთწლიანი კურსები), ლენინგრადშივე გაახმოვანა ფილმი "შაქირი" (ლ. ესაკია, 1932), გახდა საქართველოში პირველი პროფესიონალი ხმის ოპერატორი. 1931 წელს საქართველოში პირველმა მოაწყო ხმოვანი ფილმების საჩვენებლად კინოთეატრი "აპოლო" (მაშინდელი "ოქტომბერი"). გაახმოვანა ფილმები: "დარიკო" (ს. დოლიძე), "არსენა", "დიადი განთიადი", "ფიცი" (მ. ჭიაურელი), "ქაჯეთი", "დაგვიანებული სასიძო" (კ. მიქაბერიძე), "ქალიშვილი გაღმიდან" (ლ. ესაკია),  "შავ მთებში" (ნ. შენგელაია), "ქეთო და კოტე" (ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი), "გაზაფხული საკენში" (ნ. სანიშვილ;ი), "ორი ოკიანის საიდუმლოება" (კ. პიპინაშვილი), "მე ვიტყვი სიმართლეს" (ლ. ხოტივარი); ანიმაციური ფილმები: "გაიძვერა", "სამი მეგობარი", "მამაცი მთასვლელები", "ფრთოსანი მეგობრები" (ვ. მუჯირი), "ნაზიკო" (შ. გედევანიშვილი), "მზეჭაბუკი" (თ. მიქაძე), "ნიკო და ნიკორა" (ა. ხინთიბიძე), "ხელმარჯვე ოსტატი" (ვ. ბახტაძე); რამდენიმე ათეული დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმი, მათ შორის: "განახლებული მიწა", "ქართული ჩაი" (დ. აბაშიძე), "აფხაზეთში", "ქართველები ირანში", "კავალერისტები" (ი. კანდელაკი), "მცხეთის სიძველენი" (შ. ჩაგუნავა), "ხრამჰესის მშენებლობა" (ა. ჯალიაშვილი), "უშბა" (ვ. ვალიშვილი), "ლელო", "სპორტის ნაციონალური სახეობები" (შ. ხომერიკი), "ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე) და სხვ. 1957 წლიდან საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრის ბრძანებით "ლენფილმში" გადაიყვანეს.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 118


გააზიარე: