შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაიოზ ორჯონიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1959-1968წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; 1968-1972წწ. საქართველოს ხილბოსტნეულის დამზადება-გადამუშავებისა და რეალიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1973 წელს საქართველოს დამზადების სამინისტროს კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსად, მინისტრის მოადგილედ; 1973-1982წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, ამავე სამინისტროს საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი; 1982-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის საბინაო-კომუნალური მეურნეობის განყოფილების უფროსის მოადგილედ, საპროექტო-საძიებო სამუშაოების განყოფილებისა და კაპდაბანდებათა, საწარმოო სიმძლავრეთა ბალანსისა და საპროექტო-საძიებო სამუშაოების კრებსითი განყოფილებების უფროსად; 1992-2000წწ. მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში სხვადასხვა თანამდებობებზე; ხელმძღვანელობდა საქართველოს დამზადების სამინისტროს მშენებლობის დამკვეტის სამსახურს, მეფრინველეობის ფაბრიკების, მეცხოველეობის კომპლექსების, ხილ-ბოსტნეულის დიდი ბაზის (ლილოში), საკონსერვო და ხილის წვენების გადამამუშავებელი ქარხნების, თბილისში უნივერსამის ტიპის პირველი მაღაზიის (ვერის ბაზრის ტერიტორიაზე), გორის წისქვილკომბინატისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობისას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.471-472 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |