The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ოყროშიძე

ომარ ოყროშიძე
Date of birth:1940
Date of death:2003  (at 63 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1967 წელს.

1960-1965წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "თბილგვირაბმშენში" ტოპოგრაფად; 1965 წელს სამუშაოდ გადავიდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში, სადაც მუშაობდა 1986 წლამდე შემდეგ თანამდებობებზე: ტექნიკოსი, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, საგამოკვლევო პარტიის უფროსი, ტექნიკური განყოფილების ბრიგადის ხელმძღვანელი, საგამოკვლევო ექსპედიციის უფროსი, პროექტის მთავარი ინჟინერი; 1971-1974წწ. საკავშირო სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს დავალებით, მივლინებული იყო ავღანეთში; 1982-1985წწ. - სირიაში, სადაც სხვა ქართველ ინჟინრებთან ერთად მონაწილეობდა ორივე ქვეყნის საგზაო ქსელის მაგისტრალური ნაწილის კვლევა-ძიებასა და დაპროექტებაში; 1986-2003წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში პროექტირების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; რეორგანიზაციის შემდეგ იყო გენერალური დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.473


Share: