The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ პაატაშვილი

ვახტანგ პაატაშვილი
Date of birth:25 December, 1910
Date of death:1996  (at 85 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1931 წელს.

1931-1932წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" ინჟინერ კონსტრუქტორად; 1932-1933წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქმრეწვმშენში" ინჟინრად; 1933-1942წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" მუშაობს ინჟინერ კონსტრუქტორად, უფროს ინჟინერ კონსტრუქტორად, საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსის მოადგილედ, პროექტის მთავარ ინჟინრად, ინსტიტუტის მთავარ ინჟინრად, დირექტორის მოადგილედ; 1942-1946წწ. იყო საქართველოს კპ ცკ სამრეწველო განყოფილების ინსტრუქტორი, სამრეწველო განყოფილების გამგის მოადგილე; 1946-1952წწ. იყო საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი; 1952-1953წწ. საქართველოს საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის მინისტრი; 1953-1959წწ. მუშაობს საქართველოს მინისტრთა საბჭოს აპარატში, ჯერ მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსად, შემდეგ კი მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველად; 1959-1962წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გაზიფიკაციის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1962-1977წწ. იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი; წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარ სპეციალისტად, მრჩევლად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი, როგორც საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობისა და კომუნალური მეურნეობის განვითარების საქმეში; საქართველოს რეგიონების საბინაო-კომუნალური ინფრასტრუქტურის ბაზის განვითარებაში; საპასუხისმგებლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 30-წლიან პერიოდში იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს შვიდი მოწვევის დეპუტატი; არაერთგზის იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრი; დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.474

Awards and Honors

  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: