The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ პაიჭაძე

თამაზ პაიჭაძე
Date of birth:18 May, 1942
Date of death:2014  (at 71 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო მშენებლობის ფაკულტეტი საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს.

1965-1972წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ საავტომობილო გზების მთავარ სამმართველოში ინჟინრად, ამავე სამმართველოს კასპის საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოში - მთავარ ინჟინრად; 1972-1977წწ. იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კეთილმოწყობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1977-1989წწ. მუშაობდა ამავე სამინისტროს სასტუმრო მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა შპს "პაიჭს"; მისი მუშაობის პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა საქართველოს სასტუმრო მეურნეობის სამმართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას; ქალაქებში: გაგრაში, ბათუმში, ბორჯომში, რუსთავში, სამტრედიაში, ლაგოდეხსა და ონში ახალი სასტუმროები აშენდა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.475


Share: