შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ პაპელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს; მოსკოვის ვ.ა. კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალური ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა. 1959-1962წწ. მუშაობდა ქ. ორიოლში სასოფლო მშენებლობის საკავშირო ს/კ ინსტიტუტში; 1963-1964წწ. სსრკ ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს მაღაროების მშენებლობის საკავშირო საპროექტო ინსტიტუტში; 1965-1982წწ. თბილისის სონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში; 1975-1982წწ. იყო საინფორმაციო განყოფილების გამგე; 1983-1984წწ. მუშაობდა მოსკოვის სამოქალაქო მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტში სამეცნიერო კვლევისა და ნორმირების განყოფილების წამყვან სპეციალისტად; იყო 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და 2 გამოგონების ავტორი; იკვლევდა რკინაბეტონის კარკასული შენობების სეისმომედეგობას, ბზარწარმოქმნისა და პლასტიკური დეფორმაციების გათვალისწინებით; დიდი წვლილი აქვს შეტანილი რკინაბეტონის კარკასული შენობების სეისმომედეგობის კვლევებში, მისი კვლევების შედეგად შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები სეისმომედეგი, მაღლივი კარკასული საცხოვრებელი სახლების სამშენებლო პრაქტიკაში დაინერგა მთელი საქართველოს მასშტაბით; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.475-476
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |