Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ პაპიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1971წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოში ინჟინრად, გათბობის განყოფილების უფროს ინჟინრად, სამმართველოს სხვადასხვა ობიექტებზე - მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველად, ინჟინერ-ინსპექტორად; 1971-1973წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ; 1973-1983წწ. იყო ქ. თბილისის ლიფტების მეურნეობის სპეცსამშენებლო-სარემონტო სამმართველოში მთავარი ინჟინერი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1983-1987წწ. მუშაობდა საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ლიფტების მეურნეობის სარემონტო-საწარმოო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; შემდეგ ლიფტებისმეურნეობის რესპუბლიკური სამმართველო "საქლიფტის" მთავარ ინჟინრად; 1987-1999წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ლიფტების მეურნეობის სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1999 წლიდან ხელმძღვანელობს ლიფტების მეურნეობის სპეციალიზებულ შპს "საქლიფტს". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.476 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |