შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ პაპუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1980 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზებისა და აეროდრომების კათედრაზე; 1980-1983წწ. იყო უფროსი ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა, არის არაერთი მნიშვნელოვანი საავტომობილო გზის პროექტის ავტორი; არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა რამდენიმე სადოქტორო დისერტაცია; არჩეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის პროფესორად; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1992). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.477 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |