Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საბა (მიტროპოლიტი)![]()
Biographyნინოწმინდის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით დაახლოებით 1744-1788წწ. ერეკლე II-თან დაახლოებული პირი. ატარებდა "ათორმეტ უდაბნოთა" არქიმანდრიტის წოდებას. იყო მეფის პირადი წარმომადგენელი დოდოს რქის (1760 წლამდე), იოანე ნათლისმცემლის (1860 წლიდან), დავითგარეჯის (1769 წლიდან) მონასტრებში. საბას ნაშრომში "ანდერძისებრნი ღუწანი" ასახულია საქართველოს ეკონომიკის, ეკლესიის, სამართლის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის მდგომარეობა XVIII საუკუნეში. საბა დიდ საამშენებლო მუშაობას ეწეოდა. შეაკეთა და განაახლა ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი, ააგო სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ტაძარს დაუბრუნა დაკარგული ყმა-მამული. საეპისკოპოსო ტაძრის გალავანში დღესაც დგას საბას ორსართულიანი სასახლე; 1774-1777წწ. შორის აგებული შენობა გეგმით ძველი ქართული ანფილადურ სასახლეებს ენათესავება, მაგრამ ძაღინის და სხვა სასახლეთაგან განსხვავებით თითქმის სრულიად თავისუფალია სპარსული გავლენისგან. აქ უკვე ევროპის არქიტექტურული ფორმების შემოჟონვა შეინიშნება, რაც მას ქართულ არქიტექტურის განვითარების უფრო გვიანდელ ხანასთან (XIX საუკუნე) აკავშირებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.541
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |