The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საბა (მიტროპოლიტი)

ოფიციალური სახელი:საბა ტუსისშვილი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ნინოწმინდის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით დაახლოებით 1744-1788წწ. ერეკლე II-თან დაახლოებული პირი. ატარებდა "ათორმეტ უდაბნოთა" არქიმანდრიტის წოდებას. იყო მეფის პირადი წარმომადგენელი დოდოს რქის (1760 წლამდე), იოანე ნათლისმცემლის (1860 წლიდან), დავითგარეჯის (1769 წლიდან) მონასტრებში. საბას ნაშრომში "ანდერძისებრნი ღუწანი" ასახულია საქართველოს ეკონომიკის, ეკლესიის, სამართლის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის მდგომარეობა XVIII საუკუნეში. საბა დიდ საამშენებლო მუშაობას ეწეოდა. შეაკეთა და განაახლა ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი, ააგო სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ტაძარს დაუბრუნა დაკარგული ყმა-მამული. საეპისკოპოსო ტაძრის გალავანში დღესაც დგას საბას ორსართულიანი სასახლე; 1774-1777წწ. შორის აგებული შენობა გეგმით ძველი ქართული ანფილადურ სასახლეებს ენათესავება, მაგრამ ძაღინის და სხვა სასახლეთაგან განსხვავებით თითქმის სრულიად თავისუფალია სპარსული გავლენისგან. აქ უკვე ევროპის არქიტექტურული ფორმების შემოჟონვა შეინიშნება, რაც მას ქართულ არქიტექტურის განვითარების უფრო გვიანდელ ხანასთან (XIX საუკუნე) აკავშირებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.541


გააზიარე: