The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



საბა იშხნელი

Date of birth:8??
Date of death:8??
Category:Religious leader

Biography

ქართველი საეკლესიო მოღვაწე IX საუკუნეში, იშხნის ეპისკოპოსი (ტაო-კლარჯეთი), გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და თანამოღვაწე, მასთან ერთად ცხოვრობდა ჯერ ოპიზის, შემდეგ - ხანძთა მონასტერში. გრიგოლ ხანძთელთან ერთად იმოგზაურა კონსტანტინოპოლსა და ბიზანტიის სხვა საეკლესიო ცენტრებში იქაური სამონასტრო წესდებების გასაცნობად და საქართველოში გადმოსანერგად. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გადავიდა იშხანში, სადაც 30-იან წლებში ბაგრატ I-ის დახმარებით ხელახლა ააშენა იშხნის გაუქმებული საეპისკოპოსო საყდარი; გახდა მისი პირველი ეპისკოპოსი. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხში იცავდა სახელმწიფოზე ეკლესიის ბატონობის (იეროკრატიულ) იდეას. გამოთქმულია ვარაუდი, რომ საბა იშხნელი ეწეოდა ლიტერატურულ-მთარგმნელობით მუშაობასაც.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.544


Share: