Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საბა მტბევარი![]()
Biographyქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს, ტბეთის ეპისკოპისი. 1028 წელს, როდესაც ბიზანტიელებმა მსხვილ საერო და სასულიერო ფეოდალთა ხელშეწყობით დაიკავეს ტაო-შავშეთის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები, საბა მტბევარმა იკისრა შავშეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, ააგო ციხე, სადაც გაამაგრა მოსახლეობა და ლაშქარი, განდევნა მტერი ქვეყნიდან. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საბა მტბევარის ღვაწლის გამო მიენიჭათ ბაგრატ IV-ის დროიდან ტბეთის ეპისკოპოსებს შავშეთის ერისთავის თანამდებობაც. "შავშეთის ერისთავის" საპატიო ტიტულს ისინი XIV საუკუნეშიც ატარებდნენ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.544-545
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |