შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერაპიონ საბაშვილი![]()
ბიოგრაფიაXV-XVI საუკუნეებში მოღვაწე ქართველი პოეტი, "შაჰნამეს" ძირითადი ნაწილის "როსტომიანის" გამლექსავი. მასზე ცნობები დაცულია როგორც თვით "შაჰნამეს" ქართულ ვერსიებში, ისე ფეშანგის "შაჰნავაზიანსა" და ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის "ომანიანში". წარმოშობით გრემისხევის (მთიულეთი) ბერი ყოფილა, იხსენიება კედელაურადაც. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეფე კონსტანტინე II-ისა (1478-1505) და მისი ძის ბაგრატ მუხრანბატონის (1512-1539) კარზე. უკვე ხანშიშესულს დაუწყია "როსტომიანის" ლექსად გაწყობა. საფუძვლად ჰქონია ქართული პროზაული ვერსია, რომლის დეფექტურობის გამო გამოუყენებია სპარსული ტექსტიც. "როსტომიანის" მთელი რიგი ადგილები მოწმობს მის მხატვრულ ოსტატობას. თარგმნა დაახლოებით 4000 სტროფი - ზაალის დაბადებიდან ლო რასპის ციკლამდე. სპარსულიდან მომდინარე პოეტურ ხერხებთან ერთად მან უხვად ისარგებლა რუსთაველის პოეტიკით. მან დიდი გავლენ მოახდინა ე.წ. "აღორძინების ხანის" ქართულ მწერლობაზე, როგორც ამ ეპოქის ერთ-ერთმა პირველმა და მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.547
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |