Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე გველესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1978 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს, ბურდენკოს სახელობის ნეირო-ქირურგიის ინსტიტუტის ორდინატურა, ასპირანტურა 1985 წელს. 1986-1988წწ. იყო მოსკოვის ნ. ვ. სკლიფასოვსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინსტიტუტის ექიმი-ნეიროქირურგი; 1988-1992წწ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიული ინსტიტუტის ექიმი-ნეიროქირურგი; 1992-2004წწ. პ. სარაჯიშვილის სახელობის ექსპერიმენტული და კვლევითი ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; განყოფილების ხელმძღვანელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომერლი; 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი. იგი არის 18 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნეირო-ქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრანსლაზირინტული მიდგომა სმენის ნერვის ნევრინომების მკურნალობაში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.116 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |