The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე საგინოვი

ალექსანდრე საგინოვი
Legal name:ალექსანდრე საგინაშვილი
Date of birth:15 December, 1808
Date of death:1887  (at 78 years)
Category:Military Person

Biography

დაამთავრა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი.

1826 წლიდან მსახურობდა კავკასიის ცალკეულ კორპუსში; მონაწილეობდა 1826-1828წწ. სპარსეთის და 1828-1829წწ. თურქეთის წინააღმდეგ კამპანიებში; 1829 წლიდან ოფიცერი; იბრძოდა მთიელების წინააღმდეგ; 1841 წელს დაინიშნა ტოპოგრაფიული ასეულის მეთაურად ცალკეული კავსასიის ოლქის შტაბთან; 1847 წლიდან მაიორი; 1851 წელს დაინიშნა კავკასიის არმიის სარდლის თანაშემწედ; 1853 წლიდან პოდპოლკოვნიკი; ყირიმის ომის დროს იმყოფებოდა ტფილისის დასაცავად დატოვებული ჯარების შემადგენლობაში და თურქების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა; 1860 წლიდან პოლკოვნიკი; იყო ტფილისის, ელიზავეტპოლის, ბაქოსა და ერევნის ადგილობრივი ჯარების სარდლის თანაშემწე; 1869 წლიდან გენერალ-მაიორი; 1881 წლიდან გენერალ-ლეიტენანტი და იმავე წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. მიღებული აქვს რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. კავკასიის ომის მონაწილე.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org


Share: