Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ პაჭკორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1963წწ. იყო კომკავშირულ სამუშაოებზე; 1963-1964წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ასფალტ-ბეტონის ქარხნის დირექტორად; 1964-1966წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საწარმოო კომბინატის დირექტორი; 1966-1969წწ. მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორად; 1969-1975წწ. ქ. თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1975-1979წწ. იყო თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1979-1981წწ. საქართველოს პროფკავშირების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1981-1983წწ. ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველი; 1983-1996წწ. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს თბილისის რძის კომბინატში დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; მონაწილეობდა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირებისა და სატრანსპორტო გაერთიანების ადმინისტრაციული შენობების (თბილისში), სატრანსპორტო, საკურორტო დანიშნულებისა და სხვა საწარმოო ობიექტების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.478
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |