Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი პეტრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკის ფაკულტეტი 1940 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის N31 დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში; იყო ნავთობმომპოვებელი ტრესტ "საქნავთობის" მმართველი; ხელმძღვანელობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N2 სამმართველოსა და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟს"; ხელმძღვანელობდა ზესტაფონის ფეროშენადნობების, რუსთავის მეტალურგიული და ქუთაისის საავტომობილო ქარხნების, ტაბახმელის ბიოკომბინატის, შორაპნის ელექტროელემენტების ქარხნის, სასტუმრო "ივერიის", რესპუბლიკური საავადმყოფოს, უნივერმაღ "თბილისის", კულტურულ-საგანმანათლებლო და საკურორტო დანიშნულების ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე წარმატებულ სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.478
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |