შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1935 წელს. 1935-1936წწ. მუშაობდა "ვოლგა-დონის" არხის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1936-1941წწ. აბასთუმნის ობსერვატორიის მშენებლობის უფროსად; 1942-1948წწ. ადიგენის რაისაბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1948 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა; 1948-1952წწ. მუშაობდა ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ და კომპარტიის რაიკომის მდივნად; 1952-1966წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილე; 1966-1973წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 და N6 ტრესტების მმართველი; 1973-1975წწ. გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობის უფროსის მოადგილე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მსხვილი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, ამ დარგების საწარმოო ბაზის განვითარების საქმეში; დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.479 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |