The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ პეტრიაშვილი

Date of birth:23 July, 1938
Date of death:2005  (at 66 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" ინჟინრად, სამუშაოს მწარმოებლად, უბნის უფროსად; მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებში; იყო სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, მმართველი; 1993-1996წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების უფროსის პირველი მოადგილეიყო; 1996 წლიდან საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტის უფროსი, ამავე სამინისტროს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; მონაწილეობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგების, როგორიცაა ქიმია და მეტალურგია, ობიექტების მშენებლობაში; მათ შორის: რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხნის, მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, გორის წისქვილკომბინატის და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.479


Share: