Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ პირველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1961 წელს. 1963-1968წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენში" სხვადასხვა თანამდებობებზე; 1968-1983წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მატერიალური ბალანსირების განყოფილების უფროსად, საგეგმო კომისიის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1983-1984წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "თბილრემმშენისა" და 1987-1992წწ. "ინჟმშენის" მმართველი; 1992-1996წწ. მუშაობდა თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლად; 1996-1997წწ. თბილისის მერიის ენერგეტიკის განყოფილების გამგედ; ხელმძღვანელობდა თბილისში, აჭარასა და კახეთში მნიშვნელოვან საინჟინრო ნაგებობათა (ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების) მშენებლობას, თბილისის ჩუღურეთის რაიონის ისტორიული იერსახის აღდგენა-რეგენერაციას; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენისა და დედაქალაქის არაერთი უნიკალური ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო და საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; იყო თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რესტავრაციის ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი; არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.480 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |