The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია გიგოშვილი

ია გიგოშვილი
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მინსკი, ბელორუსია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

არის ავტორი ნამუშევრებისა: "სიბრძნე ბალაჰვარისა" (წიგნის გაფორმება, 1980), " ტრადიციების აღორძინება" (1984), "წელიწადის დროები", ილუსტრაციები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებისათვის (ოფორტები, 1983); სერიგრაფია "მთიულური მოტივები" (1986); სერია "ეკლესიასტე" (1992-1993); "სოლომონ მეფე", "ქებათა ქება" (1992-1994) და სხვა. შექმნა კოსტუმების დიზაინი ფილმისთვის "მაცგი" (1986). გამართული აქვს გამოფენები: თბილისში (1984); City Hall (ჰამბურგი, 1991); Saar Galery "Marline Hanstain Galery" (საარბრიუკენი, 1993); European Akademy (ობერჰაუზენი, 1993); "Dagstul Palace" (საარლანდი); Merwede Hospital (დორტრეხტი, ჰოლანდია, 1996), "Galerie de Dreutenhof" Orvelte (ჰოლანდია, 1996), Corcoran International Art Institute (ვაშინგტონი, 1996), გალერეა "ორიენტი" (ნ. ფერაძესთან ერთად, 1997), "ქარვასლა" (1998). მისი ნამუშევრები დაცულია: მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფონდში (მოსკოვი), "ექსპრეს-ავანგარდის" გალერეაში (მოსკოვი), ნოვოსიბირსკის "ხელოვნების მუზეუმში", აშშ კერძო კოლექციაში. მონაწილეობდა კავკასიის რესპუბლიკების I ბიენალეში (ოქროს მედალი, 1986); მოსკოვის დაზგური გრაფიკის I საერთაშორისო გამოფენაში (I პრემია, 1987); "ამერიკული გრაფიკის ცენტრში" (მოსკოვი, 1989-1997); Franc Masered Centre" - ში (ბელგია, 1994, 1996).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.122; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 247-248

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1983-)

გააზიარე: