The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი პირმისაშვილი

ირაკლი პირმისაშვილი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1967 წელს.

1964 წელს იყო საპროექტო ინსტიტუტ "კურორტპროექტის" არქიტექტორი; 1972 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ექსპერიმენტული პროექტირების ბიუროს უფროსი არქიტექტორი, პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1985 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო არქიტექტურის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი, 1996 წლიდან დოცენტი, 2001 წლიდან პროფესორი; დოქტორის აკადემიური ხარისხი (2014); მისი ნამუშევრებია: საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი (ქ. ბათუმში, 1967), ინდკერვის ფაბრიკა (ქ. სოხუმში, 1968), "კამაზის" გენერალური დირექციის შენობა (ქ. ნაბერეჟნი ჩელნიში, 1972, თანაავტორები: თ. აბაშიძე, რ. ამაშუკელი, თ. ხოშტარია, ვ. ცინცაძე), "ტორპედოს" სტადიონის რეკონსტრუქცია (ქ. ქუთაისში, 1982, თანაავტორები: ბ. გოლუბჩიკოვი, რ. ამაშუკელი), არქიტექტურის სამმართველოს კორპუსი (ქ. ქუთაისში, 1984, თანაავტორები: ბ. გოლუბჩიკოვი, რ. ამაშუკელი), სავაჭრო-საოფისე კომპლექსი (ქ. ტიუმენში, 2003, პროექტი გამარჯვებულია საინვესტიციო ტენდერში, თანაავტორი ბ. გოლუბჩიკოვი), სასტუმრო-გასართობი კომპლექსი (ქ. ტიუმენში, 2004, პროექტი გამარჯვებულია საინვესტიციო ტენდერში); 1998 წელს მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მადლობის სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.480-481

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 2002 - ღირსების მედალი

გააზიარე: