The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლამარა ჟამიერაშვილი

ლამარა ჟამიერაშვილი
Date of birth:23 May, 1932  (91 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1961 წელს.

1964 წელს დაიწყო პროფესიული საქმიანობა; მუშაობდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი"), საპროექტო-შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელად; მისი ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმის ტიპის პანსიონატების 10 000-ადგილიანი კომპლექსი (1975), 3 000-ადგილიანი პანსიონატი და სპორტული ცენტრი ქ. გელენჯიკში (1985), თორმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლები ქ. კემეროვოში (1993), ხუთ-რვასართულიანი ქ. ორენბურგში (1995) და თექვსმეტსართულიანი ქ. ვორონეჟში (1999), ნოვოროსიისკის საზღვაო აკადემიის სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი (1995), 500-ადგილიანი სასტუმრო "გაგრიფში", 300-ადგილიანი ტურბაზა და 700-ადგილიანი კულტურის სახლი ბაკურიანში, 72-ბინიანი საცხოვრებელი სახლი დიპლომატებისათვის (1996), 300-ადგილიანი სასტუმრო თბილისში (1997); არის ცალკეულ შემოქმედებით კონკურსებზე პრემირებული პროექტების ავტორი; მსოფლიოს არქიტექტორ ქალთა პარიზის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი; მონაწილეობდა მოსკოვისა (1961) და პარიზის (1972) საერთაშორისო გამოფენებში, ბუქარესტის არქიტექტორ ქალთა მსოფლიო კონგრესში (1972).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.482


Share: