შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ჟვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე, აფხაზეთის ასსრ. დაამთავრა ქ. ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972 წელს კი იმავე სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1989 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" ქ. სოხუმის სამშენებლო -სარემონტო სამმართველოს უფროსად, სადაც მუშაობდა 1984 წლამდე; 1984 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ ეკონომიკურ საკითხებში; 1988-1989წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "აფხაზმშენის" N3 სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1990-1998წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "მოსაგროპრომმშენის" ვიცე-პრეზიდენტად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და უწყებრივი სიგელები; დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (1991). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |