Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაბრიელ საგინაშვილი![]()
BiographyXVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისის ქართველი კალიგრაფი. დავითგარეჯის ბერი. მოღვაწეობდა ნათლისმცემლის მონასტერში. გაბრიელს, როგორც ფრიად განსწავლულ კალიგრაფს, კარგად იცნობდნენ მეფის კარზე. წიგნებს ვახტანგ VI-ის ბრძანებითაც წერდა. 1704-1713წწ. დომენტი კათოლიკოსის თაოსნობით გაბრიელმა გადაწერა პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული - ქართველი წმინდანების ცხოვრებათა კრებული (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-130 და მისივე ნაწილი - H-1557). საყურადღებოა 1707 წელს გადაწერილი კონდაკი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-624). 1719 წლით თარიღდება მისივე გადაწერილი ოთხთავი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ხელნაწერთა ინსტიტუტი, Q-85) და "საქმე მოციქულთა" (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Q-86). საგინაშვილის წიგნები ნაწერია ნუსხურით, ძლიერ დახრილი, გადაბმული, სქელხაზიანი, "წვეტიანი" და თითქოს ცოტა მიჭყლეტილი ასოებით. A-624-ს ზოგიერთი სათაური შესრულებულია ოქროთი ნაწერი დიდი ჩართული მთავრული ასოებით. Q-85-ში ჩართულია მახარებელთა სურათები რუსული წარწერებით, ბაროკულ ჩარჩოებში. ეს ერთ-ერთი ნიმუშია იმხანად ევროპული მოტივების შემოჟონვისა ქართულ ხელოვნებაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.615
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |