შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინტიტუტი 1995 წელს; 1997 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით საერთაშორისო სამართალი; 2001 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა საერთაშორისო სამართლის განხრით. 1998-2005წწ. სხვადასხვა იურიდიული კომპანიის უფროსი იურისტი; 2005 წლიდან იურიდიული კომპანიის "ასათიანი და ადვოკატები" დამფუძნებელი პარტნიორი; 2009-2013წწ. არასამთვრობო ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" (GLIP), დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 2008-2017წწ. "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წარმომადგენელი CCBE-ში (ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიული გაერთიანებების საბჭო); 2010-2017წწ. მოსამართლეთა, ადვოკატთა და პროკურორთა სამუშო ჯგუფის თავმჯდომარე; 2012 წლიდან CEDR-ის აკრედიტირებული მედიატორი; 2013-2017წწ. "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" საერთაშორისო მდივანი; 2017 წელს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2017 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია: gba.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |