შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გოგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი 1992 წელს. მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია. 1993-1994წწ. - საქართველოს მეთაურის აპარატის იურიდიული განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი; 1994-1995წწ. - საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 1995 წელს - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1999წწ. - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1999-2000წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე; 2000-2010წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე, ამავე პალატის თავმჯდომარე და სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2008-2015წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი; 2010-2019წწ. - სს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2013 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2019 წლის ივნისიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.126; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |