The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარლამ ჟირაქაძე

Date of birth:30 March, 1907
Date of death:1993  (at 85 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გელათი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1931 წელს.

1931 წლიდან მუშაობდა ბარიტის საბადოს მაღაროების მშენებლობისა და წიაღისეულის მოპოვების ტექნიკურ ხელმძღვანელად, მაღაროების დირექტორად (1946 წლამდე); 1946 წელს დაინიშნა ახალდაარსებული ბარიტის მაღაროთა ქუთაისის სამმართველოს დირექტორად; 1949-1957წწ. მუშაობდა საქართველოს ქვანახშირის მრეწველობის კომბინატის სისტემაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1957 წლიდან განაგებდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურს; იყო ტრესტის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბარიტის მაღაროების მშენებლობასა და ექსპლუატაციაში გაშვებას ქუთაისის მიმდებარე სოფლებში (ჟონეთი, წიფლარი, მექვენა); ახორციელებდა ტექნიკურ ზედამხედველობას ტყიბულისა და ტყვარჩელის მრავალი შახტის, ჭიათურის მანგანუმის მაღაროების, კვაისის თუთიის გამამდიდრებელი ფაბრიკის, ურავის დარიშხანის და წიაღისეულის მოპოვების სხვა ობიექტებზე; ხელმძღვანელობდა საქართველოს არაერთ რაიონში საცხოვრებელი სახლების, სამოქალაქო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.484


Share: