შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჟორდანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. 1957-1981წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და 1981-1987წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში; სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა სსრკ-აშშ-ს ერთობლივ კვლევებში თემაზე "პლასტმასების გამოყენება ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში"; ხელმძღვანელობდა თემას "პოლიმერების გამოყენება გრუნტების გასამაგრებლად"; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრის გამგე; დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარე; იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის დირექტორის მოადგილე; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია; გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 7 გამოგონება; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.485; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.341 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |