შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საყულია, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1974-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქუთაისის სახლსაშენ კომბინატში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საგეგმო და საწარმოო-ტექნიკური განყოფილებების უფროსად; 1984-1988წწ. წარმოების უფროსად; 1988-1989წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატისა და N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამმართველოების უფროსი; 1989 წლიდან იმავე სამინისროს N4 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი იყო; მონაწილეობდა რიგი ქარხნების, ფაბრიკების, სოციალური და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |