შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჟორჟოლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი. დაამთავრა როსტოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ მშენებლის კვალიფიკაციით 1971 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო მოძრავ-მექანიზებული კოლონის მომარაგების განყოფილების უფროსად, სამუშაოთა მწარმოებლად (1969 წლიდან); 1972-1975წწ. დასასვენებელ სახლ "აგუძერას" (სოხუმი) დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1974-1976წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1976-1993წწ. ამავე სამინისტროს ქ. სოხუმის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; მისი მონაწილეობით აშენდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი, მათ შორის კავშირგაბმულობის სახლი ახალ ათონში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.486
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |