შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჟორჟოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა ლენინგრადის საგზაო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1932 წელს. 1933-1940წწ. მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარ სამმართველოში ინჟინრად; "თბილისი-ქუთაისის" საავტომობილო გზის მშენებლობაზე ინჟინრად; ამავე გზის ექსპლუატაციაზე - საგზაო უბნის ინჟინრად, უფროსად; 1940-1942წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" მთავარი ინჟინერი, წითელწყაროს სამშენებლო-სამონტაჟო კანტორის უფროსი; 1942-1944წწ. საქართველოს საავტომობილო გზების მთავარ სამმართველოში, სხვადასხვა უბნებზე გზების ექსპლუატაციის უფროსი; 1944-1945წწ. იყო ზემო და ქვემო სვანეთის ახალი საავტომობილო გზების მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1945-1947წწ. "მარნეული-ხრამჰესის" გზის მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსის მოადგილე; 1947-1978წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გზათა მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1978 წლიდან მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობაზე საგზაო სამმართველოს უფროსად. ყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.486-487 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |