The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ამილახვარი

ნინო ამილახვარი
Date of birth:1784
Date of death:11 February, 1839  (at 55 years)
Burial location:წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადი, სამთავროს მაყვლოვანი, მცხეთა
Category:Nobleman, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ამილახვრიათ ჭალა, მაშინდელი გორის მაზრა.

ნინო ამილახვარი შავი ანაფორით შეუმოსავს არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში 1810 წელს, მონაზვნად  აღუკვეცავს ეპისკოპოს გერვასის რუისის ფერისცვალების ეკლესიაში 1812 წელს, ხოლო ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროში დაფუძნებულა 1820 წლის 10 ნოემბერს. მონაზონ ნინოს ღვაწლს უკვე 1827 წელს ვხვდებით. სვეტიცხოვლის კანდელაკ იოანე ბარისოვის მიერ გაგზავნილი პატერიკიდან ეგზარქოს იონასადმი ცნობილი ხდება, რომ სამთავროს ფერისცვალების ტაძრის მახლობლად მდგომი მცირე ზომის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აღუდგენიათ მონაზვნებს ნინოსა და მარიამს, ალბათ, ეგაძეს და შეუმკიათ იგი მათ მიერვე შეძენილი საეკლესიო ნივთებით (იქვე დართულია სია ამ ნივთებისა). ეს ეკლესია უკურთხებიათ 1828 წლის 14 ინვარს, წმინდა ნინოს სახელობის დღეს მის სახელზევე. მონასტრის დამაარსებელი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: "ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონაზონის ნინასსა, რომელმანც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა 11-ს". ნინო ამილახვარმა ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება. მისმა დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა საეკლესიო მმართველობა, მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი. ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და რამდენიმე ხანში სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა. ნინო ამილახვარმა აღზარდა თავისი ძმისწული, იღუმენია ნინო (ანა ამილახვარი), რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 22 დეკემბერს წმინდანად შერაცხა.

წყარო: ჟურნალი "კარიბჭე" ელექტრონული ვერსია: karibche.ambebi.gearchive.gov.ge


Share: