შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ამილახვარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ამილახვრიათ ჭალა, მაშინდელი გორის მაზრა. ნინო ამილახვარი შავი ანაფორით შეუმოსავს არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში 1810 წელს, მონაზვნად აღუკვეცავს ეპისკოპოს გერვასის რუისის ფერისცვალების ეკლესიაში 1812 წელს, ხოლო ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროში დაფუძნებულა 1820 წლის 10 ნოემბერს. მონაზონ ნინოს ღვაწლს უკვე 1827 წელს ვხვდებით. სვეტიცხოვლის კანდელაკ იოანე ბარისოვის მიერ გაგზავნილი პატერიკიდან ეგზარქოს იონასადმი ცნობილი ხდება, რომ სამთავროს ფერისცვალების ტაძრის მახლობლად მდგომი მცირე ზომის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აღუდგენიათ მონაზვნებს ნინოსა და მარიამს, ალბათ, ეგაძეს და შეუმკიათ იგი მათ მიერვე შეძენილი საეკლესიო ნივთებით (იქვე დართულია სია ამ ნივთებისა). ეს ეკლესია უკურთხებიათ 1828 წლის 14 ინვარს, წმინდა ნინოს სახელობის დღეს მის სახელზევე. მონასტრის დამაარსებელი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: "ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონაზონის ნინასსა, რომელმანც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა 11-ს". ნინო ამილახვარმა ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება. მისმა დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა საეკლესიო მმართველობა, მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი. ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და რამდენიმე ხანში სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა. ნინო ამილახვარმა აღზარდა თავისი ძმისწული, იღუმენია ნინო (ანა ამილახვარი), რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 22 დეკემბერს წმინდანად შერაცხა. წყარო: ჟურნალი "კარიბჭე" ელექტრონული ვერსია: karibche.ambebi.ge; archive.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |