The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათია ლაბაძე

ნათია ლაბაძე
Date of birth:26 October, 1992  (32 years)
Category:Sailor

Biography

სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, სადაც აკადემიის 121 კურსანტს შორის ერთადერთი გოგო იყო. საქართველოს ისტორიაში 40-წლიანი ინტერვალის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საზღვაო აკადემიაში გემთწამყვანის სპეციალობაზე გოგომ ჩააბარა. 2015 წლის 15 ივლისს 22 წლის ასაკში, ჰონგკონკის პორტში, ნათია ლაბაძე პირველად წავიდა შორეულ ნაოსნობაში და ავიდა გემზე, რომელზეც სამუშაოდაც აიყვანეს. გემი იყო "ენვაეკე ლიბრა", პანამის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი. 26-წევრიან ეკიპაჟში ნათია ერთადერთი გოგო იყო. ამ გემზე მან 8 თვე იმუშავა. 2015 წლის 18 აგვისტოს ნათია ლაბაძემ გადაკვეთა ეკვატორი, რის შემდეგაც ის მონათლეს "ნამდვილ მეზღვაურად". ერთადერთი მოქმედი ქართველი მეზღვაური ქალია, ვინც შორეულ ნაოსნობაში მსახურობს.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.comგაზეთ "კვირის პალიტრის"  ოფიციალურ ვებგვერდი: kvirispalitra.ge


Share: