The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ რაზმაძე

რევაზ რაზმაძე
Date of birth:11 July, 1933
Date of death:2015  (at 81 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში, "თბილელექტროავტომატისა" და სატელეფონო აპარატურის ქარხნების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1965-1968წწ. იყო საქართველოს საშენ მასალათა სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1968-1972წწ. გაერთიანება "საქარამადნეულის" გენერალური დირექტორი; 1972-1975წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი; 1976-1997წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს "საქკაპმშენის" ჯანდაცვის მშენებარე ობიექტების სამმართლოს უფროსად; იყო მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობის განმახორციელებელი ცენტრის კონსულტანტი და კოორდინატორი; 2008 წლიდან მუშაობდა "გლობალური ფონდის" პროექტის კონსულტანტად; მონაწილეობდა 130-ზე მეტი ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი ობიექტის, მათ შორის, 46 საავადმყოფოს დაპროექტებაში, მშენებლობაში, დაკომპლექტებასა და საექსპლუატაციოდ გადაცემაში. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.488

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: