The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაგული რაზმაძე

რაგული რაზმაძე
Date of birth:10 February, 1947  (77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს.

1970-1974წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტში" უფროს ინჟინერ-გეოდეზისტად; 1975-1985წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტის" საკვლევაძიებო პარტიის უფროსი და პროექტის მთავარი ინჟინერი; 1986-1988წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ვოლოგდაგზამშენში" (რუსეთის ფედერაცია) მთავარ ინჟინრად; 1989-1995წწ. კვლავ საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტში" მუშაობდა განყოფილების უფროსად; 1996-1997წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახავტოგზაპროექტის" დირექტორის მოადგილე იყო ეკონომიკის დარგში; 1998-2001წწ. მუშაობდა საპროექტო სამშენებლო ფირმა შპს "მაგისტრალის" დირექტორად; 2002-2004წწ. "ქუვეით-საქართველოს" ერთობლივი საწარმოს ტექნიკურ დირექტორად; 2004-2005წწ. მუშაობდა შპს "საქართველოს გზების" სამშენებლო კომპანიის ტექნიკურ დირექტორად; 2006-2008წწ. იყო კომპანია "პან არაბ კონსალტინგ ინჟინერის" (ქუვეითი), საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანიის რეზიდენტ ინჟინრის მოადგილე და ხარისხის მართვის ინჟინერი; 2002 წლიდან საპროექტო, საზედამხედველო და საკონსულტაციო კომპანია შპს "პროექტმშენკომპანის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია; ასევე არის სააქციო საზოგადოება "აკკორდ იშაატ სანაიეს" პროექტის ხელმძღვანელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.488


Share: