Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი რამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, ქარხნის დირექტორად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1978-1984წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1984-1987წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მიწისქვსშა ნაგებობების ტრესტის მმართველი; 1987-1991წწ. ამავე გაერთიანების უფროსის მოადგილე; 1991-1994წწ. თბილისის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტების მიმღები ორგანოს ხელმძღვანელი; 1994-1996წწ. მუშაობდა საართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს გაერთიანება "ტაძარმშენის" უფროსად; 1996-1997წწ. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ტრესტ "გზამშენის" უფროსის მოადგილედ; 1997 წლიდან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; მისი მონაწილეობით აშენდა მთელი რიგი ქარხნები, საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, სკოლები და საბავშვო ბაღები; ამ ობიექტებს შორის აღსანიშნავია: თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (რეკონსტრუქცია); აქტიურად მონაწილეობდა მცხეთის ჯვრის, სვეტიცხოვლის, ქვათახევის, ყინწვისის, ბაგრატის, გელათის ტაძრების, შატილის, ჩაჟაშის, ერეკლე II თელავური სასახლის რეკონსტრუქციაში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.489 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |