The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ სანდუნოვი

Legal name:ნიკოლოზ ზანდუკელი
Date of birth:13 October, 1769
Date of death:6 June, 1832  (at 62 years)
Burial location:ლაზარევსკოეს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Playwright, Lawyer, Translator, Educator

Biography

სწავლობდა უნივერსიტეტის გიმნაზიაში 1779-1784წწ.; დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1787 წელს.

1787-1791წწ. უნივერსიტეტის გიმნაზიაში სინტაქსს ასწავლიდა; 1791 წელს  დაინიშნა მოსკოვის უნივერსიტეტის კურატორის მდივნად; 1797 წლის თებერვალში დაიწყო მუშაობდა კანონების შემდგენელი კომისიის კანცელარიაში, შემდეგ გადავიდა მოსკოვში სენატის მე-6 დეპარტამენტში ობერ-მდივნად; 1811 წლის თებერვალში მიატოვა სახელმწიფო სამსახური და მოსკოვის უნივერსიტეტში დაიკავა პროფესორის თანამდებობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის სამართალწარმოების კათედრაზე. 1815-1816, 1819-1820 და 1820-1821 სასწავლო წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ზნეობისა და პოლიტიკური მეცნიერებების განყოფილების დეკანი; 1829 წელს, რექტორის არყოფნის დროს, ასრულებდა უნივერსიტეტის პრორექტორის მოვალეობას; გამოსცა სახელმძღვანელო ძველი სამართალწარმოების ისტორიაზე: "Правая грамота по вотчинному делу в 1559 годе производившемуся". იყო დრამატული ხელოვნების დიდი მოყვარული: წერდა პიესებს და თარგმნიდა ლექსებს; თარგმნა შილერის "ყაჩაღები" (1793), "ოჯახის მამა" (1794 და 1816) და სხვ. იყო "რუსეთის სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების" და "რუსეთის ისტორიისა და სიძველეების საზოგადოების" წევრი. ზანდუკელების გვარის წარმომადგენელი. რუსეთს შეხიზნული ვახტანგ VI-ის ამალის წევრის, ნიკოლოზ ზანდუკელის ვაჟი. ზანდუკელების გვარის წარმომადგენელი. რუსეთს შეხიზნული ვახტანგ VI-ის ამალის წევრის, ნიკოლოზ ზანდუკელის ვაჟი, მსახიობ სილოვან სანდუნოვის ძმა.

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.150


Share: