The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა გოცირიძე

ლაშა გოცირიძე
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1975  (50 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1997 წელს.

1998-1999წწ. იყო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წამყვანი სპეციალისტი; 2000-2003წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განყოფილების უფროსის მოადგილე და დეპარტამენტის უფროსი; 2004 წელს შპს "საქართველოს რკინიგზის" კორპორაციული მართვის დირექტორი; 2004-2007წწ. წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2007 წლიდან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2009 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის მოადგილედ; აგრარული უნივერსიტეტის რექტორი 2016 წლამდე; არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.135; google.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: