The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ლორია

მამუკა ლორია
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1955
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2021  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1984 წელს.

1985 წლიდან მოღვაწეობს რუსთაველის სახელობის თეატრში. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ბანკის მოხელე (პ. ტრავერსი, "მერი პოპინსი", რეჟისორი – ნ. ხატისკაცი), ჭიპი ჭიპურტანიძე (მ. ჯავახიშვილი "კვაჭი კვაჭანტირაძე", რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი), ლევანი (ი. სამსონაძე "ბედნიერი ბილეთი", რეჟისორი – გ. ანთაძე), სტუმარი (ფ. გარსია ლორკა "სისხლიანი ქორწილი", რეჟისორები – მ. სვირავა, ლ. წულაძე), პეტრე (მ. ჯავახიშვილი "მუსუსი", რეჟისორი – გ. ჟორდანია), მეცამეტე (ა. ჩეხოვი "პალატა 16", რეჟისორი – დ. ანდღულაძე), სოგრატი (დ. კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება", რეჟისორი – ა. ენუქიძე), ჯარისკაცი (შექსპირი "მაკბეტი", რეჟისორი – რ. სტურუა),  მოძღვარი (ხ. ლევინი "პირდაღებული", რეჟისორი – დ. საყვარელიძე),  მუნჯი (გრ. რობაქიძე "ლამარა", რეჟისორი – რ. სტურუა),  ჯეონკა (კ. გოცი "ქალი-გველი", რეჟისორები – რ. სტურუა, დ. საყვარელიძე),  შალვა (ბ. ბრეხტი "კავკასიური ცარცის წრე", რეჟისორი – რ. სტურუა),  ხელოსანი (დ. კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი", რეჟისორები – რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი),  სარკიანი მსახური (ო. ჭილაძე  "წათეს წითელი წაღები", რეჟისორი – გ. ლორთქიფანიძე),  პოლიციელი (ა. ნოტომი "მტრის ნიღაბი", რეჟისორი – რ. სტურუა),  კინა-ლოკო (ა. სულაკაური "სალამურა", რეჟისორები – რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),  მცველი (ო. უაილდი "ვარსკვლავბიჭუნა", დამდგმელი რეჟისორი – რ. სტურუა, რეჟისორი – დ. მღებრიშვილი),  მისანი (უილიამ შექსპირი "იულიუს კეისარი", რეჟისორი – რობერტ სტურუა),  მონაწილეა სპექტაკლისა "იაკობის სახარება".  გადაღებულია ფილმებში: "თოვლის ბაბუა" (მ. ანთაძე, 1986, ნაცარქექია), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი" (თ. ფალავანდიშვილი, 1990), "თვინიერი" (ს. ვარსიმაშვილი, 1991), "მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად" (მ. წურწუმია, 1992), "გარიგება" (ზ. კოლელიშვილი, 1993), "დაბადების დღე" (ვ. ვარაზი, 1994), "მორევი" (რ. გიორგობიანი, 1996), "უნამუსო" (გ. ხარებავა, 1977), "ძვირფასო მ." (ო. შამათავა, 2000), "ჯვართოსანი" (ნ. გიუნაშვილი, 2008) და სხვ. რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე მიღებული აქვს  "ოქროს ნიღაბი"  სპექტაკლისათვის "მაკბეტი". მსახიობ აბესალომ ლორიას შვილი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 123; შ. რუსთაველის სახელობის სახ. თეატრის ვებ გვერდი: rustavelitheatre.ge


გააზიარე: