შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიული რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1965წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1965-1970წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "წყალმშენის" სისტემაში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, ალაზნის სათავე ნაგებობის მშენებლობის უბნის უფროსად; 1970-1971წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N2 სამმართველოს; 1971-1976წწ. ლიახვის კაშხლის სამშენებლო უბნის; 1976-1986წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" სამშენებლო სამმართველოს და 1986-2000წწ. გაერთიანება "საქსოფქიმიის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს; 2000 წლიდან მუშაობს ფირმა "მარსსა" და "საქართველო-აშშ 2004"-ში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.490-491
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |