The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ რობაქიძე

Date of birth:17 March, 1937  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს.

1961 წლიდან მუშაობდა რუსთავის სინთეზური ბოჭკოს ქარხნის მშენებლობაზე, ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაბალი ტემპერატურის ფიზიკის განყოფილებაში წამყვან ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1970-1997წწ. იყო საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "საქარამადნეულის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, გენერალური დირექტორის მოადგილე; წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდა საშენი მასალების მოპოვებისა და დამუშავების საწარმოებში; მისი მონაწილეობით აშენდა, დამონტაჟდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა არაერთი ახალი ქარხანა, მათ შორის, დარკვეთის ქვიშის გამამდიდრებელი, იმირის სამსხვრევ-დამხარისხებელი, წყურგილის ინერტული მასალების (აფხაზეთში), ლეჟბადინისა და იმირის საკარიერო სამმართველოები და სხვა უმნიშვნელოვანესი საწარმოო ობიექტები; მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.491;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.240

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: