The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი რობიტაშვილი

გიორგი რობიტაშვილი
Date of birth:15 November, 1906
Date of death:1988  (at 81 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახაშენი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1931 წელს.

1931-1936წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტის საავტომობილო გზების კათედრაზე ასისტენტად და ამიერკავკასიის საგზაო ს/კ ინსტიტუტში; 1939-1942წწ. იყო საქართველოს სსრ გზატკეცილების მთავარი სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1942-1968წწ. მთავარი სამმართველოს უფროსი; 1968 წელს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საავტომობილო გზების სამინისტროდ გარდაქმნის შემდეგ დაინიშნა საქართველოს სსრ საავტომობილო გზების მინისტრად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1984 წლამდე, 45 წელი ხელმძღვანელობდა ქვეყნის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვაზე და მშენებლობაზე პასუხისმგებელ უწყებას; იყო საქართველოს თანამედროვე საგზაო დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი; უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის გათანამედროვებისა და კეთილმოწყობის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; იყო საავტომობილო გზების საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებული საერთაშორისო კონგრესის მონაწილე; გამოქვეყნებული ჰქონდა მნიშვნელოვანი მონოგრაფიები საავტომობილო გზების საკითხებზე; საპასუხისმგებლო ხელმძღვანელ თანამდებობაზე მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.492

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: