The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ რურუა

ნუგზარ რურუა
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 1992 წელს.

1979-1988წწ. მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურში, ჯერ უფროს ინჟინრად, ხოლო შემდეგ სალიანდაგო დისტანციის უფროსად და სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1982 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 2002-2006წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რკინიგზების მშენებლობის კათედრის გამგის მოადგილე; 2006-2007წწ. მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რკინიგზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; 2008-2009წწ. შპს "ტექნოკომპარკის" აღმასრულებელ დირექტორად; 2009-2012წწ. ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების მიმართულების ხელმძღვანელი იყო; 2011-2013წწ. შპს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ფილიალის დირექტორის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში; 2006-2009წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ. სრული პროფესორი; 2006-2007წწ. მისი პროექტით და ზედამხედველობით განხორციელდა თბილისის ფუნიკულიორის სალიანდაგო ნაწილის რეაბილიტაცია; 2004 წლიდან ეწევა რკინიგზის სალიანდაგო ნაწილის საექსპერტო საქმიანობას; არის 80 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 სახელმძღვანელოს ავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.493

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: