Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე საბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1981 წელს. 1981-1991წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") მეცნიერ-მუშაკად, წამყვან არქიტექტორად; 1991-2004წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტში, ქალაქმშენებლობის სამმართველოს წამყვან სპეციალისტად, უფროსის მოადგილედ; 2004-2005წწ. იყო საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქალაქო მეურნეობის სამმართველოს უფროსი; 2005-2009წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში წარმოების ნებართვების და ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი; 2009 წლიდან არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის მთავარი კოორდინატორი; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანიზაციისა და დიზაინის ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: სამდონიანი ავტოსადგომი თბილისში, სპორტკომპლექსი (სამტრედიაში), ხარაგაულის რკინიგზის სადგურის შენობა, 15 და 25-ადგილიანი ზოგადი პროფილის საავადმყოფოები (ამბროლაურში, ბაღდათში, თიანეთში, სამტრედიაში, ბორჯომში, მცხეთაში, საგარეჯოში, ყაზბეგში, ბაკურიანსა და დუშეთში), დიღმის ჰოსპიტალური კლასტერის გენერალური სქემა (თბილისში), ზოგადი პროფილის 15, 25, 50, და 100-ადგილიანი საავადმყოფოების მოდელური პროექტები, ზოგადი პროფილის საავადმყოფოს (სოფ. ქურთაში), პირველადი ჯანდაცვის მილტიფუნქციური დაწესებულების, ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ბაგა-ბაღის, პანსიონატების პროექტები და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.495 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |