The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან საგანელიძე

ამირან საგანელიძე
Date of birth:12 May, 1930
Date of death:1987  (at 56 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. უფაში, სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტის სისტემაში მშენებელ ოსტატად; იყო უბნის უფროსი, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი და უფროსი; 1967-1986წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენში" N332 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად და მმართველად; 1986-1987წწ. მუშაობდა N12 სამშენებლო ტრესტ "ხიდმშენის" მმართველის მოადგილედ; მისი ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტის სარკინიგზო-სატრანსპორტო და სამოქალაქო-სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, კერძოდ: ამიერკავკასიის რკინიგზის "თბილისი-სამტრედიის" მონაკვეთის მეორე ლიანდაგები, სამტრედიის რკინიგზის ახალი კვანძი, "მარაბდა-ახალქალაქის" ახალი სარკინიგზო ხაზი, თბილისისა და ბორჯომის სარკინიგზო და ფოთის საზღვაო ვაგზლები, საექსპლუატაციოდ გადაიცა ელმავალმშენებელი, ელექტროვაგონშემკეთებელი და ელექტროტექნიკური ქარხნების კომპლექსები, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები (დონბაიში, ბაკურიანში), შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, საავადმყოფოები, დასასვენებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი სახლები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.494

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: